CMS
შესვლა დემოს მოთხოვნა
Construction Management Software

მშენებლობის მართვა, რომელიც ქართულ დოკუმენტებზეა აწყობილი

გრაფიკი, ობიექტის დღიური, ხარისხი, RFI, ნახაზები, ბიუჯეტი და შესრულებული სამუშაოების აქტი — ერთ სისტემაში. ის, რასაც დღეს ექსელში, ვაიბერსა და ქაღალდზე აკეთებთ.

შეუზღუდავი მომხმარებელი. ქვეკონტრაქტორები და ზედამხედველები — უფასოდ.

რას აკეთებს

ობიექტიდან აქტამდე, ერთ ადგილას

ყველა მოდული ერთსა და იმავე მონაცემს კითხულობს: სამუშაოს პროგრესი ავსებს დღიურ რეპორტს, რეპორტი კვებავს ბიუჯეტს, ბიუჯეტი კი აწყობს ფორმა N2-ს.

გრაფიკი და ხარჯთაღრიცხვა ხარჯთაღრიცხვა სამუშაოებად, კრიტიკული გზა, დამოკიდებულებები, ვადაგადაცილებულის სია. Google Sheets-იდან სინქრონიზაცია და MS Project-ში ექსპორტი.
ობიექტი ტელეფონიდან დღიური რეპორტი ამინდით, ფოტო ორი შეხებით, ხარვეზის დაფიქსირება ადგილზე. ინტერნეტის გარეშე მუშაობაზე მიმართული ინტერფეისი.
ხარისხი და დოკუმენტბრუნვა NCR, დეფექტური აქტი, WIR, შემოწმების ჩექლისტები, RFI და შეთანხმებები — დამტკიცების მარშრუტით და იმით, ვისთანაც ახლა ბურთია.
ფული ბიუჯეტი ხარჯთაღრიცხვიდან, ცვლილების ბრძანებები, ხელშეკრულებები, პირდაპირი ხარჯები, პროგნოზი — და ფორმა N2 პროგრესიდან ავტომატურად.
მოდულები

ყველაფერი, რაც უკვე მუშაობს

სამუშაოები და დაფა განტის გრაფიკი ობიექტის რეპორტები ხარისხი (QA/QC) RFI — კითხვები შეთანხმებები ხარვეზების სია შემოწმებები ნახაზები და შენიშვნები ფაილები და ვერსიები ელექტრონული ხელმოწერა საწყობი და ფორმა 2 ბიუჯეტი და ცვლილებები ფორმა N2 — აქტები შეფერხებები AI ასისტენტი
რატომ ეს

ოთხი რამ, რასაც დიდი სისტემები არ გაძლევენ

საერთაშორისო პლატფორმები მშენებლობას კარგად მართავენ — მაგრამ არც ქართული დოკუმენტი იციან, არც ქართული ენა, და ფასიც შესაბამისი აქვთ.

01 ქართული დოკუმენტები ბირთვში ფორმა N2, შესრულებული სამუშაოების აქტი, ზედამხედველის ხელმოწერა, დღგ — არა დანამატად, არამედ სისტემის საფუძვლად.
02 ფასი ლარში, მომხმარებლების შეზღუდვის გარეშე ფიქსირებული თანხა კომპანიაზე, არა თითო ადამიანზე. ქვეკონტრაქტორი, ზედამხედველი და დამკვეთი — უფასოდ, რადგან სხვაგვარად სისტემაში მხოლოდ ნახევარი პროექტი შემოვა.
03 AI, რომელიც ობიექტს ესმის ფოტო და ხმოვანი შეტყობინება სტრუქტურირებულ ჩანაწერად. რეპორტის შეჯამება, რისკების გაფრთხილება, ორენოვანი თარგმანი.
04 ქართული — პირველი ენა მთელი სისტემა ქართულად და ინგლისურად, ერთი ღილაკით. დოკუმენტები იბეჭდება ორივე ენაზე ერთ ფურცელზე.
ფასები

ერთი თანხა კომპანიაზე, წლიური მოცულობის მიხედვით

შეუზღუდავი მომხმარებელი, შეუზღუდავი პროექტი, გარე მონაწილეები უფასოდ. წლიური გადახდისას 2 თვე საჩუქრად.

დაწყება წლიური მოცულობა 0–10 მლნ ₾
390 ₾ / თვეში
  • შეუზღუდავი მომხმარებელი და პროექტი
  • ქვეკონტრაქტორები და დამკვეთი — უფასოდ
  • ძირითადი მოდულები: გრაფიკი, რეპორტები, ხარისხი, ფაილები
  • ფორმა N2 და ფორმა 2 — ქართული აქტები
  • მობილური ობიექტისთვის
  • მხარდაჭერა ელფოსტით
დემოს მოთხოვნა
ზრდა წლიური მოცულობა 10–50 მლნ ₾
890 ₾ / თვეში
  • შეუზღუდავი მომხმარებელი და პროექტი
  • ქვეკონტრაქტორები და დამკვეთი — უფასოდ
  • ყველა მოდული, ბიუჯეტისა და აქტების ჩათვლით
  • ფორმა N2 და ფორმა 2 — ქართული აქტები
  • მობილური ობიექტისთვის
  • AI ასისტენტი შედის ფასში
  • API და webhook-ები
  • პრიორიტეტული მხარდაჭერა
დემოს მოთხოვნა
საწარმო წლიური მოცულობა 50 მლნ ₾-დან
შევთანხმდეთ
  • შეუზღუდავი მომხმარებელი და პროექტი
  • ქვეკონტრაქტორები და დამკვეთი — უფასოდ
  • ყველა მოდული, ბიუჯეტისა და აქტების ჩათვლით
  • ფორმა N2 და ფორმა 2 — ქართული აქტები
  • მობილური ობიექტისთვის
  • AI ასისტენტი შედის ფასში
  • API და webhook-ები
  • SSO და ერთიანი ავტორიზაცია
  • საკუთარი დომენი და ბრენდირება
  • პერსონალური მენეჯერი
დემოს მოთხოვნა

ფასები დღგ-ს გარეშეა. დანერგვა, მონაცემების გადმოტანა და გუნდის სწავლება პირველი პაკეტიდანვე შედის. ზუსტი შეთავაზება მოცულობასა და მოდულებზეა დამოკიდებული — დაგვიკავშირდით.

დაგვიკავშირდით

გაჩვენებთ თქვენსავე პროექტზე

დაგვიტოვეთ კონტაქტი — დაგირეკავთ, 40 წუთში გაჩვენებთ სისტემას და ერთ თქვენს პროექტს ერთად შევიყვანთ, რომ ნახოთ როგორ მუშაობს რეალურ მონაცემზე.